სოზარ სუბარი: შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ ხდებოდა აფხაზეთიდან დაღუპულთა საფლავების მოძიება და გადმოსვენება და სააკაშვილმა ჩაშალა ეს პროცესი

აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების საფლავების მოძიებისა და გადმოსვენების თემას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

როგორც კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, სააკაშვილმა საერთოდ შეწყვიტა დიალოგი ყველასთან და ეს პროცესი შეაჩერა.

მანვე ხაზგასმით არშინმა, რომ ეს პროცესი მოქმედი ხელისუფლების პირობებში აღდგა და დღემდე გრძელდება.

„აფხაზეთიდან დაღუპული ბიჭების საფლავების მოძიებაზე და გადმოსვენებაზე უზარმაზარი შრომა იხარჯება და ჩვენ დავიწყეთ ეს. შევარდნაძის დროს კეთდებოდა ეს და სააკაშვილმა ჩაშალა ეს ყველაფერი. საერთოდ არ იხედებოდა იქითკენ და დიალოგი შეწყვიტა ყველასთან. ნუ გველაპარაკებით ასეთი ტონით, რადგან იმ ბიჭების საფლავების მოძიება ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ ვახდენთ მათ გადმოსვენებას.

შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ კეთდებოდა ეს და ჩაშალა სააკაშვილმა. ერთი ჯარისკაცის ცხედარი არ გადმოუსვენებიათ იმ პერიოდში. რა მოლაპარაკებები გვქონდა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მე მკითხეთ, იმიტომ, რომ მე ვაწარმოებდი ამ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები