პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ერთ- ერთი მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნინო ზაუტაშვილის, ლაშა ტუღუშის და სხვა აქტივისტების უკანონო შემოსავლებზეა საუბარი.
„როდემდე უნდა ვითვალოთ და შეშფოთებით ვაკვირდებოდეთ სოროსის ფონდისა და ათასი რჯულის ექსტრემიზმის წამახალისებელი ორგანიზაციების პირდაპირ ფინანსურ ინტერვენციებს ქართულ პოლიტიკაში?”- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დროა სოროსის ფონდისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინვესტიციები სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს.
“ატკატების” ყველაზე მოქნილი მექანიზმს ფიზიკურ პირზე დარიცხული ხელფასები წარმოადგენს, ეს ერთი საკითხია, თუმცა აქ სხვა რამეა მთავარი.
როდემდე უნდა ვითვალოთ და შეშფოთებით ვაკვირდებოდეთ სოროსის ფონდისა და ათასი რჯულის ექსტრემიზმის წამახალისებელი ორგანიზაციების პირდაპირ ფინანსურ ინტერვენციებს ქართულ პოლიტიკაში?
დრო არ მოვიდა შეშფოთებიდან საქმეზე გადავიდეს პროცესი?!
დრო არ მოვიდა სოროსი და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინტერვენციები, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს?!
ამერიკაში თუ გამოცხადდა აბსოლუტურ ბოროტებად, ჩვენ რაიმე ვალი გვაქვს სოროსის სინდიკატის, რომელიც საქართველოში გამოჩენის დღიდან ქართული საზოგადოების გადაგვარებას ლამობს, მეტი რაღა უნდა ჩაიდინონ?!
25 წელზე მეტია, პირდაპირ თუ ირიბად, მენტალურად თუ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად თუ მორალურად, საქართველოს დეგრადაციას ეწევა და ფაქტები იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.
კომენტარები
კომენტარი