გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს ორგანიზებულ ტრენინგზე: ამ შეკრებების შინაარსმა ნდობა დაკარგა
„ამ შეკრებების შინაარსმა ნდობა დაკარგა,“- ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, ერთ-ერთ შეკრებაზე პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების გარკვეულ ილეთებსაც კი ასწავლიდნენ.
„გამოცდილება გვაქვს ბნელი, შავი და ძალიან სამწუხარო ფაქტებით აღსავსე. როდესაც ადამიანებს ატრენინგებდნენ, ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ და ქუჩაში გამოჰყავდათ იმიტომ, რომ სხვისი სისხლი დაეღვარათ. ნდობა დაკარგა შეკრებების შინაარსმა. ერთ-ერთ შეკრებაზე პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების გარკვეულ ილეთებსაც კი ასწავლიდნენ და ამის თაობაზე გამოქვეყნებული იყო ფარული ჩანაწერი, რომელიც ყველამ ვიხილეთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მესამე დღეა ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრას „ენჯეო“ სექტორიც ესწრება.