ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ ბოლო ბრძოლა გამართონ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივად ჩამოშლისთვის

“ცდილობენ, რომ ბოლო ბრძოლა გამართონ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივად ჩამოშლისთვის. სავარაუდოდ, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრა”, – ამის შესახებ, ბათუმში მიმდინარე ტრენინგზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ცდილობენ, რომ ბოლო ბრძოლა გამართონ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივად ჩამოშლისთვის. სავარაუდოდ, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრა. ის ფაქტი, რომ დახურულია და მედიის გარეშე ახორციელებენ ასეთ შეხვედრებსა და ტრენინგებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათი მათი საქმიანობის ხასიათსა და ბუნებაზე. კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ გამჭვირვალობა არის ყველაზე დიდი მიუღებელი რამ, რაც ქართულ „ენჯეო“ სექტორს სჭირს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს ორგანიზებით, მესამე დღეა, ბათუმში ტრენინგი მიმდინარეობს რომელსაც „ენჯეო“ სექტორიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები