ირაკლი ქადაგიშვილი: ერთგვარი გლობალური ქსელი აგრძელებს დაფინანსებას საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად

“არსებობს ერთგვარი გლობალური ქსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლებისთვის თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით “ქრონიკის” ინფორმაციას გამოეხმაურა.

„შეწყდა დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თვითონ ამერიკის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ქსელი ევროკავშირის მეშვეობით და ევროპული სახელმწიფოების მეშვეობით აგრძელებს დაფინანსებას საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, “ქრონიკა” საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლებისთვის თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. “ქრონიკის” ინფორმაციით, “სხვადასხვა ოდიოზური ფონდის მხრიდან ფინანსები მიემართებოდა აგენტურული ქსელის შესაქმნელად. მიზანი კი გარე დავალებების შესრულებაა. ქრონიკის წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დონაციები სოროსის ფონდს აქვს გაკეთებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები