კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: არ მიკვირს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზეც უხდიდნენ ხელფასებს – შეიძლება ეს დღესაც გრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა, თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა, – ამის შესახებ, მან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილისა და მისი რამდენიმე კოლეგის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„მემგონი ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუ როგორ ხდებოდა ზოგადად ამ ფონდებიდან ადამიანების დაფინანსება. ეს თანხები მიემართებოდა ძირითადად იმისთვის, რომ მათ ქვეყანაში შეექმნათ აგენტურა და როდესაც დასჭირდებოდათ, ამ ადამიანებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს გამოიყენებდნენ მათთვის სასურველ დროს; გამოიყენებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ყველაფრით შეეძლოთ, ქვეყანაში მოეწყოთ რევოლუცია, დაპირისპირება, რომლის არაერთი მცდელობა ვიხილეთ. კარგად იცის საზოგადოებამ, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, რა ფონდები იყო და საიდან მოდიოდა ეს დაფინანსებები. არ მიკვირს, რომ ინდივიდუალურ დონეზეც, ადამიანებს უხდიდნენ ხელფასებს. შეიძლება ეს დღესაც გრძელდება და არსებობენ კონკრეტული პიროვნებები – შეიძლება ეს იყოს ჟურნალისტი, ე.წ. ექსპერტი ან კიდევ რომელიღაც სფეროს წარმომადგენელი, ვინც ხელფასზე ეჯდათ წლების განმავლობაში. ეს უბრალოდ აგენტურული ქსელის შექმნის ჩვეულებრივი მეთოდებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები