სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: რუსეთი და უკრაინა ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან
აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამასთან [ცეცხლის შეწყვეტასთან] ჩვენ ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა… აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
როგორც მან აღნიშნა, ვაშინგტონი ახლა რუსეთთან და უკრაინასთან მუშაობს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც მხარეები შეძლებენ შემდგომი საკითხების განხილვას.
მანვე დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს სურს „მშვიდობიანი კომერციული საქმიანობის სრული აღდგენა“ შავ ზღვაში.