ისრაელმა ღაზაში “ჰამასის” მაღალჩინოსანი მოკლა
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ტერორისტული ორგანიზაციის “ჰამასის” კიდევ ერთი ლიდერი, ისმაილ ბარჰუმა ლიკვიდირებულია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ისმაილ ბარჰუმი ჰამასის “პრემიერმინისტრის” როლს ასრულებდა.
ისრაელმა ის “ჰამასის ერთ-ერთ მთავარ ტერორისტად” მოიხსენია, ხოლო პალესტინურმა დაჯგუფებამ დაადასტურა მისი გარდაცვალება და განაცხადა, რომ ის საავადმყოფოში წინა იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობას გადიოდა.
ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან ერთად, საჰაერო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის დარტყმებს რაფაჰსა და ჰან იუნისში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.