იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში პარტიული უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ასეთი რამ ქვეყანაში 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა გუნდმა უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 233 მანდატი ვერ მოიპოვა.

პრემიერმა შიგერუ იშიბამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მთავრობის დაკომპლექტებისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან გამართოს კონსულტაციები, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში იშიბას ინიციატივით დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ის ლიბერულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი გახდა. ის ამ არჩევნებს განიხილავდა როგორც თავისი პრემიერობის საჯარო მანდატს.

კონსტიტუციის თანახმად, პარტიებს ახლა აქვთ 30 დღე იმის გასარკვევად, თუ რომელ პარტიას შეუძლია მართვა. ასევე, გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დარჩენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები