ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ხმების შედეგებით მელია- გვარამიას პარტია ლიდერობს

ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ხმების შედეგებით მელია- გვარამიას პარტია ლიდერობს.

ცესკომ 2 201 საარჩევნო უბნის შედეგები გაასაჯაროა.

2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.208 %-ით, მას მოსდევს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9.836 % აქვს.

რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“, წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9.033 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ – 8.233 %-ით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები