“ოპოზიციონერი დეპუტატები, ადრე თუ გვიან, პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ” – პაპუაშვილი

“ოპოზიციონერი დეპუტატები, ადრე თუ გვიან, პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტში მხოლოდ ძალადობისა და დაძაბულობის შეტანა შეუძლია.

“ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს იმსჯელეს და პასუხიც აქვთ გაცემული. ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური – პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.

ოპოზიცია, როგორც მაშინ, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ასევე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ. ასე რომ, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს!

ერთადერთი, რაც მათმა ქმედებამ შეიძლება, მოიტანოს, არის კვლავ მღელვარება, ძალადობა, რაც ბევრჯერ ვნახეთ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები