ილონ მასკი პუტინთან 2022 წლიდან რეგულარულ კონტაქტშია

2022 წლიდან, ილონ მასკი რეგულარულ კონტაქტშია ვლადიმერ პუტინთან, რაც იწვევს უსაფრთხოების კუთხით შეშფოთებას როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში,- ამის შესახებ მოხსენებას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, Space X-ის მფლობელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის კომუნიკაციას ამერიკელი, ევროპელი და რუსი მაღალჩინოსნები ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მასკისა და პუტინის საუბრის თემა მოიცავს როგორც პირად საკითხებს, ასევე ბიზნესსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა მასკსა და პუტინს შორის ერთი სატელეფონო ზარი, სადაც განიხილეს მიმდინარე და მომავალი ტექნოლოგიები, თუმცა პესკოვმა მათ შორის რეგულარული საუბრები უარყო.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ რამდენადაც მილიარდერი მასკი ამჟამად დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მასკი-პუტინის დიალოგმა შესაძლოა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის უკრაინის ომზე შეთანხმებას შეუწყოს ხელი.

მასკს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები