რუსეთს საშიში საბრძოლო ძალა ჯერ კიდევ ჰყავს

რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავს საშიში საბრძოლო ძალა,- ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა, კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკური ავიაციის უმეტესობა ჯერ არ არის ჩართული ომში.

მისი თქმით, საუბარია შორ მანძილზე მყოფ ავიაციაზე, სტრატეგიულ სარაკეტო ძალებზე, თავდაცვის ნაწილებსა და წყალქვეშა ნავებზე.

„ამიტომ, სახმელეთო სფეროში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის დანარჩენ სამხედრო სტრუქტურას ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი პოტენციალი. შესაბამისად, აუცილებელია ამის გათვალისწინება“, – თქვა კავოლიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები