“ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდი ააწყო; ადამიანებმა ელემენტარულად არ იციან, რომ მოსახლეობას და მოქალაქეებს შორის სხვაობა არის, თანაც თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე” – პაპუაშვილი

“ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდი ააწყო. ამ დონეზეა ეს დეზინფორმაციული კამპანია აწეული ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

პაპუაშვილი გავრცელებულ ქარდს გამოეხმაურა, რომლითაც, მისი თქმით, მის შემქმნელებს საზოგადოება დეზინფორმაციაში შეჰყავთ.

“ადამიანებმა ელემენტარულად რომ არ იციან, რომ მოსახლეობას და მოქალაქეებს შორის სხვაობა არის, თანაც თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე. მოსახლეობაში რომ იგულისხმება ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მოქალაქეებში იგულისხმება როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანები, მარტივი უცოდინარობა იქნებოდა წესით, თუმცა სადაც ადამიანები ამ ქარდისთვის იწუხებენ თავს და რაღაც არითმეტიკას მიმართავენ, დიდი ალბათობით ძალიან კარგადაც იცოდნენ რა ხდება, უბრალოდ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ამაზე იყო გუშინ განმარტებები და იუსტიციის სამინისტრო დამატებით განმარტებებსაც გააკეთებს, თუ საჭირო იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები