“მინდოდა, ობიექტურად დამეცვა ხალხის ხმები, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა” – “სირცხვილია” რამდენიმე წევრმა დატოვა

ორგანიზაცია “სირცხვილია” რამდენიმე წევრმა დატოვა.

ორგანიზაციის ყოფილი წევრები ამის მიზეზად იმ მითითებებს ასახელებენ, რომლებიც მათ ჰქონდათ და ეს საარჩევნო პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლას გულისხმობდა.

“მათ სრულიად კარგად ჰქონდათ დალაგებული გეგმა, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხზე, რომელიც მათ არ დაუჭერდა მხარს, უამრავი საჩივარი დაგვეწერა. ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურ რაღაცებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა”, – ამბობს მარიამ მჭედლიძე.

“მინდოდა, ობიექტურად დამეცვა ხალხის ხმები, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როცა არჩევნებზე მივედი, მითითებებს მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დამეწერა. მაქსიმალურად უნდა შეგვეშალა ხელი საარჩევნო პროცესისთვის “, ‘განმარტავს გიორგი პაქსაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები