“ნაცმოძრაობის” ოფისთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მოქალაქეები კახეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ოფისში უცნობი პირები მივარდნენ, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ამ დროისათვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, მიმდებარე ტერიტორია ავტომობილით დატოვეს იმ პირებმა, რომლებიც ოფისთან იყვნენ მისულები.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.