“ამაღამ უკვე დავიწყებთ იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ხალხს ვპირდებოდით” – ალეკო ელისაშვილი

“თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“ამაღამ უკვე დავიწყებთ იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ხალხს ვპირდებოდით: ევროკავშირისკენ სვლა და ჩვენი გამდიდრება, ორასი ათასი სამუშაო ადგილი, ანაკლიის პროექტის დაუყოვნებლივ შესრულება და 1000-ლარიანი პენსია. ამისთვის ხელები გვაქვს დაკაპიწებული.

ქართველებო, ღირსეულო ქართველებო, გილოცავთ ყველას! „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეეგუეთ მარცხს. ამას მეტი კაცობა სჭირდება. მოძებნეთ თქვენს თავში ძალა. გეყოთ რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები