“კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს “ტოტალურად გაყალბებულს” უწოდებს” – რატი ბრეგაძე

“გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით, ზურაბიშვილი ბრალდებების დასაბუთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

“ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და, მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული იმიტომ.
სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა”, – წერს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები