პაპუაშვილის თქმით, პირი, რომელმაც მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბევრი ბიულეტენი ჩაყარა, დაკავებულია

“სულ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, ყველა ინციდენტზე არის პასუხი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო უბნებზე დარღვევების ფაქტებს გამოეხმაურა.

“სხვათა შორის, ერთი რამეც უნდა ითქვას ბრალდებებსა და ხმის მრავალჯერ მიცემასთან დაკავშირებით, გუშინ, ნახეთ, ოდირის ხელმძღვანელს ჰკითხეს კიდეც, მან დაასახელა ერთი ფაქტი, მარნეულის შემთხვევა, ის ადამიანი დაკავებულია და საქმის გამოძიება მიდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები