ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული კოალიცია ლიდერობს

27 ოქტომბერს ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

კვირას ჩატარებული არჩევნები, მეშვიდე იყო ოთხი წლის განმავლობაში, რადგან ბულგარეთის პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნებში პროევროპული კოალიცია ლიდერობს, რომელშიც პარტიები: „მოქალაქეები“, „ბულგარეთის განვითარებისთვის“ და „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ არიან გაერთიანებულები. მათ ხმების 26,4% აქვთ. მეორე ადგილზე 14,9%-ით „ლიბერალურ-კონსერვატიული” ალიანსია, რომელიც პარტიებს „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და „დემოკრატიულ ბულგარეთს“ აერთიანებს.

ხმების 12,9% მიიღო პარტია „აღორძინებამ“.

სულ ეროვნულ კრებაში 7 პოლიტიკური გაერთიანება მოხვდა, კიდევ 2 კი საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის იბრძვის.

სამოქალაქო რეესტრისა და ადმინისტრაციული სამსახურების ოფიციალური რეესტრის მიხედვით, მეშვიდე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ბულგარეთის 6,6 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები