პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: გამართლდა ის, რასაც ვამბობდით, რომ არ აღიარებენ ხალხის ნებას

“ცესკომ უკვე დაასრულა ხმების დათვლა, არჩევნების შედეგები უკვე ნათელია, თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა მეორე ადგილზე გასულ პარტიას და ეს არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც 2012 წელს გადადგა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„ხალხმა გაუსწორა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ამ არჩევნებზეც იყო ამის განმეორების რისკი.

იმედი მქონდა, რომ 2020 წლის მსგავსად არ მომიწევდა გამოსვლა და სიცრუის მხილება, მაგრამ გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის.

გამართლდა ის, რასაც ვამბობდით, რომ არ აღიარებენ ხალხის ნებას და გამართლდა ის, რომ არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რაც ხალხმა მათ გადასცა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები