“საქართველოში არჩევნები მოიგო მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტსა და მშვიდობას” – პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

მან “ქართულ ოცნებას” გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ უნგრეთი თანამშრომლობის განვითარებისთვის მზად არის.

“საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის“ მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე”, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები