“ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და დაიძინეს, ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა?” – პაპუაშვილი

“ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და დაიძინეს, ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა?”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რამე რომ გაყალბებულიყო, ოპოზიციას ვერაფერი შეაჩერებდა.

“ოპოზიციამ ვერ შეასრულა მთავარი მიზანი, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ უცხოელი დამკვეთებისთვის და ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას, თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი. მათ შორის, სასაცილო იყო, როცა 26 ოქტომბერს, საღამოს ვნახეთ მათი გუნება-განწყობის ცვლილება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, „ედისონ რისერჩმა“ გააყალბა ეგზიტპოლი. ეს ცალკე თემაა, რომელიც ჟურნალისტების თუ სხვების მხრიდან გამოსაკვლევია, რა იდგა ამის უკან – კორუფციული გარიგება, თუ რა იყო. მნიშვნელოვანია, ეს შესწავლილ იქნეს.

ხომ გაყალბებული იყო? აწყობილი რომ ჰქონდათ სცენა, რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე და თქვეს, ხალხნო, გაყალბდა არჩევნებიო. რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ. ორის-ნახევარზე ეთერები რატომ შეწყვიტეს და წავიდნენ, დაიძინეს. ხომ ელოდებოდნენ, „ამერიკის ხმა“ და სხვა შემოვა უცხოეთიდანო. ჯერ დათვლილი არ იყო, რატომ არ დაელოდნენ შედეგებს? ორის-ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? რამე რომ გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან ოპოზიციას პროტესტისგან, მაგრამ ორის-ნახევარზე წავიდნენ და დაიძინეს ტკბილად, მშვიდად. იციან, რომ ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლოობის გამო. სინამდვილეში, ეს განაჩენია”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები