პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ადრე თუ ეჭიდებოდნენ ქაღალდს, ახლა ეჭიდებიან ტექნიკას, რომელსაც ვერაფერს დააბრალებ

“ადრე თუ ეჭიდებოდნენ ქაღალდს, ახლა ეჭიდებიან ტექნიკას, რომელსაც ვერაფერს დააბრალებ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“შეიძლება, რამე დააბრალო ადამიანს რაღაც ქმედებაში, რომელიც არ არის დაფიქსირებული იმიტომ, რომ ადამიანის ცხოვრება 24 საათი არ აღიბეჭდება, მაგრამ ტექნიკას ვერაფერს დააბრალებ. ვერც კი ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში არიან, ტექნიკას შეეჭიდნენ, რომელსაც ვერაფერს დააბრალებ. აბსოლუტური სისულელე არის ამის გაკეთება. სამარცხვინო იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან განცხადება, ქალბატონი სალომეს პირდაპირი დეზინფორმაცია. კარგი, პარტიებს რაღაცებს აბრალებს, ვთქვათ, მაგრამ დეზინფორმაცია ტექნიკის მიმართ. გამოვიდა და ცილი დასწამა ტექნიკას. რა თუ არა სისულელე არის ეს ყველაფერი. მათი მთავარი პრობლემა არის, რომ ჰგონიათ, ქართველ ხალხზე მაღლა დგანან და ქართველი ხალხი სულელი ჰგონიათ. საკუთარი მომხრეებიც კი ვერ გაასულელეს და 62 000 ამომრჩეველი დაკარგეს. რა თქმა უნდა, ისინი მთლიან მოსახლეობას ვერ გაასულელებენ,” – განმარტა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები