„ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი“, – ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის, სადაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში იწვევს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.

„გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც თქვენს ქვეყანაში წამყვანი პოლიტიკური ძალაა.

ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას.

ამავე დროს, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯანულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, რომელიც სათავეს იღებს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში. მჯერა ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომი გაძლიერება სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში.

ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით შესაბამის დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გავუწევთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და წარმატებით გავაგრძელებთ ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძვლებზე ურთიერთსასარგებლო საქმიანობას. .

გადმოგცემთ ჩემს საუკეთესო სურვილებს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ საქართველოს მეგობრულ ხალხს“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები