“ზურაბიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, საპროტესტო აქციის დაანონსებით ფაქტობრივად საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოიხსნა პრეზიდენტის უფლებამოსილება” – ბიძინა გიორგობიანი

“სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, საპროტესტო აქციის დაანონსებით ფაქტობრივად საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოიხსნა პრეზიდენტის უფლებამოსილება”, – ამის შესახებ
საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეიდან, ზურაბიშვილი “გვევლინება უცხო ძალის წარმომადგენლად საქართველოში, რომლის მიზანი რევოლუციის გზით არალეგიტიმური, პარალელური ხელისუფლების ფორმირებაა”.

“სუსტი ლეგიტიმაციის ნაწილიც, რაც მას იმპიჩმენტის პროცედურიდან ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით შერჩა, ამ ნაბიჯით სრულიად გაუქმებულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამოქალაქო პუტჩი, ყველა მასში მონაწილეთა მხრიდან იწვევს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში პუტჩის ორგანიზატორთა მხრიდან, ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ პარტიის წარმომადგენელი. საქართველოში გარედან დაგეგმილ და დაფინანსებულ რევოლუციას არავინ დაუშვებს, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს!”, – წერს გიორგობიანი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი ლიდერების ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები