“არჩევნები შედგა, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მათ სურთ ქართული ხელისუფლება” – ოხანაშვილი

“არჩევნები შედგა, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მათ სურთ ქართული ხელისუფლება. სურთ, რომ მათ სამსახურში იყოს ხალხი, რომელსაც ისინი ირჩევენ; რეფერენდუმი შედგა და „ქუდზე კაცი“ შედგა”, – ამის შესახებ „იმედის კვირაში“ ჩართვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

„საარჩევნო პროგრამაში ჩვენ დეტალურად გვაქვს აღწერილი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცება და შემდგომი გაძლიერება – ეკონომიკური მიმართულებით არაერთი ნაბიჯის გადადგმა; ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები და ეს ყველაფრით, ეკონომიკური კეთილდღეობით; საქართველოს ფეხზე დაყენებითა და გაძლიერებით, ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია; ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი გაწერილია“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები