“არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას” – თინა ბოკუჩავა

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს არცერთი ეთანხმება.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

„როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“, — აცხადებს ბოკუჩავა.

ამასთან,  „კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები