“არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, დიდი საპროტესტო აქციების დროა” – სააკაშვილი

“რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში!”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა საპროტესტო აქციების დროა.

“ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს.

ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები