“მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ,  ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით” – ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის დეპუტატს, მიხაელ როთს და კანადისა და ევროპის რამდენიმე პარლამენტარს არჩევნების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნიღბები ჩამოხსნილია. ქვემოთ წერილზე ხელმომწერები საქართველოში ჩატარებული არჩევნების არა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენენ და ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, ისინი აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით“, – წერს სამხარაძე  X-ში.

ცნობისთვის, როთმა დღეს სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მისი, ასევე, რამდენიმე ევროპელი და კანადელი პარლამენტარის საერთო წერილი, რომელშიც ისინი  პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ მათთვის, ვინც საქართველოში „არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, დააშინა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები