“თუ ვინმე მაინც დაიჯერებს, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ეს ადამიანი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია” – მდინარაძე

“თუ ვინმე მაინც დაიჯერებს, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ეს ადამიანი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილი არ იყო, რომ ეუბნებოდა – 25 და 30%-ს ხომ არ გააყალბებენო, თუ რაღაც მსგავსი თქვა. მაქსიმუმ 10% მოახერხონო, ჯერ 10%-ის გაყალბება რა უბედურებაა, რომელ ქვეყანაში აყალბებენ. 90-იან წლებში ვერ მოახერხებდნენ ალბათ მაშინდელ საქართველოში, რა 10 პროცენტის გაყალბება? მაგრამ, ახლა უწევთ თქმა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა 14 პროცენტი, ანუ 300 000-მდე ხმა გაყალბდაო უნდათ დააჯერონ. ამიტომ ვამბობ, ნუ მოეჩვენებათ მაინცდამაინც ცინიკურად, თუ რომელიმე ადამიანი მაინც დაიჯერებს, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ეს ადამიანი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია. კი ბატონო, ასეთი ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, წარმოუდგენელი ამბავია, რა დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობენ. ეს პარტიები NGO სექტორთან ერთად, ამით აცხადებენ კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ ბრძოლას და ამ სიტყვებს მე შემთხვევით არ ვიმეორებ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები