“განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ჩვენს ემიგრანტებს, რომ, უპრეცედენტო ბულინგის მიუხედავად, მაინც უჭერენ “ქართულ ოცნებას” მხარს” –  მდინარაძე

“განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც, უპრეცედენტო ბულინგის მიუხედავად, მაინც უჭერენ “ქართულ ოცნებას” მხარს”, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“საერთოდ არ მიკვირს უცხოეთში შედარებით და მნიშვნელოვნად დაბალი პროცენტი “ქართული ოცნების”.

25 ათასამდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე. არ მიდიან უბრალოდ. ჩვენ კვლევები ჩატარებული გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან და გგონიათ, რომ რამე რადიკალური განსხვავებაა? 5%-ით დაბალი მხარდაჭერა აქვს ემიგრანტებში ქართულ ოცნებას. 5%-ით დაბალი მხარდაჭერის პირობებში, ასეთი დაბალი პროცენტი საარჩევნო შედეგებში რას ნიშნავს იცით? ერთი, უბრალოდ, ჩვენი მომხრეები არ მიდიან, მეორე, იმიტომ არის დაბალი მხარდაჭერა რომ საინფორმაციო ნიაღვარი მიდის. თუ არ ხედავ შენი თვალით შენ სოფელში თუ ქალაქში გაყვანილ გზას, წყალს და იმ სიკეთეებს, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნება აკეთებს, ამის აღქმა ცოტა ძნელია”, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები