სალომე ზურაბიშვილმა ხვალ რუსთაველზე აქცია დააანონსა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 19:00 სთ-ზე რუსთაველზე აქცია დააანონსა.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად, 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რათა ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას – დავიცვათ ყოველი ხმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები