“ეუთო/ოდირისა და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებში ცალსახად ვკითხულობთ, რომ ცესკომ პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება” – გიორგი კალანდარიშვილი

“ეუთო/ოდირისა და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებში ცალსახად ვკითხულობთ, რომ ცესკომ პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ასევე, ხაზგასმულია  მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით იქნა გაწეული.

“თავის მხრივ, ეს არის შედეგი იმისა, რომ ამომრჩეველმა მარტივად და თავისუფლად მიიღო ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც ჩვენ მათ პირველად შევთავაზეთ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები თითქმის ყველა კომპონენტში არის დადებითად შეფასებული. არის გარკვეული მიგნებები, რასთან დაკავშირებითაც ინსტიტუციას ექნება მსჯელობა და, ჩვენი ძალისხმევიდან გამომდინარე, მომავალში მათ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.

ეუთო/ოდირის დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ასევე საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით, რაც, თავის მხრივ, ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს. თუმცა მნიშვნელოვანია ზოგადად ინსტიტუციის საქმიანობა. ერთი არის, რომ კანონმდებლობის შეფასება ხორციელდება, მეორეა ქმედებები, აქტივობები, რომელსაც ის ახორციელებს და ამ ნაწილში შესაბამისი ინდიკატორების არსებობა, რაც მიუთითებს, როგორი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არის ინსტიტუცია. ასევე, საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებითაც იყო შესაბამისი შეფასება, რაც, თავის მხრივ, მოხსნის კითხვებს ზოგადად სანდოობასთან მიმართებით“, – განმარტა გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები