შარლ მიშელის თქმით, ბუდაპეშტში დაგეგმილი, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეიტანა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი,  შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

როგორც მიშელი აცხადებს, ბუდაპეშტში დაგეგმილი, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეიტანა.

“ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნეს გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე, ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ამჟამად, უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – აღნიშნავს შარლ მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები