“ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოს, ამ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას” – ნიკოლეიშვილი

“გამოვიდა სახელმწიფოს მტერი, სალომე ზურაბიშვილი და თქვა ის, რასაც ადრეც, არჩევნებამდე ამბობდა – ის თურმე არ აღიარებს არჩევნებს. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პატივს არ სცემს საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოს, ამ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზურაბიშვილის ბრიფინგი  იყო მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.

“შეკრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაგეგმილი აქვთ არეულობის და რევოულუციისკენ, ზურაბიშვილიც და მისი დამქაშებიც მწარედ სცდებიან. ნურავინ შეეცდება კანონსა და გამარჯვებულ ხალხთან შეთამაშებას. დამნაშავებს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ”, – წერს ნიკოლეიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: “ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად, 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რათა ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას – დავიცვათ ყოველი ხმა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები