“არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ამაზე კითხვაც არ უნდა დაისვას” – გიორგი ვაშაძე

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს არცერთი არ ეთანხმება.

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მისი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

“როგორც იცით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩვენ მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ სიები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ამაზე კითხვაც რომ არ დაისვას. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა, გუშინ როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ იარსებებს. ცხრა საათზე პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას. გვჭირდება პროტესტი, მჯერა, გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები