“ჩვენ გვამაგრებს და გვაძლიერებს ქართველი ხალხის არჩევანი” – ოხანაშვილი

“ჩვენ გვამაგრებს და გვაძლიერებს ქართველი ხალხის არჩევანი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ სურათს, თითქმის 900 ათასი ხმით მეტი აიღო „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით. თქვენ წარმოიდგინეთ, 900 ათასი ხმით მეტი ხმა გვაქვს ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით.

რაც შეეხება შესვლა- არშესვლას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნებოდა შესაბამისი რაოდენობა მანდატების, ჩვენი განცხადებული პოზიცია იყო მათი სამართლებრივი და კონსტიტუციურ სამართლებრივი გასამართლება, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში მოქმედებდა. თუ ისინი არ შემოვლენ, პრაქტიკულად, ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეს პროცესი თვითრეგულირებადი გახდეს.

პრაქტიკულად, პოლიტიკური გასამართლება უკვე დღეს და ახლა მოხდება, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ, ვინაიდან, მათი ადგილი, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ უნდა იყოს პარლამენტში. იმ ხალხის, ვინც მიდის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენი დაპირება კონსტიტუციურ სამართლებრივი გასამართლების, შესრულდება მათ მიერვე იმ ნაბიჯით, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში არ შემოვლენ და ესეც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები