“გვარამიას თავი ისევ სააკაშვილისდროინდელი პროკურორი ჰგონია, ბედავს და ცესკოს თავმჯდომარეს და მის თანამშრომლებს სისხლის სამართლის ბრალეულობას აკისრებს” – ნიკოლეიშვილი

“როგორც ჩანს, გვარამიას თავი ისევ სააკაშვილის დროინდელი პროკურორი ჰგონია, ბედავს და ცესკოს თავმჯდომარეს და მის თანამშრომლებს სისხლის სამართლის ბრალეულობას აკისრებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გვარამიას “ძალაუფლება რომ ჰქონდეს, აუცილებლად ბოლშევიკურად, ტყავის ლაბადა შემოსხმული, პირდაპირ სასამართლოს გარეშე დახვრეტდა ნებისმიერს ლენინის ნაჩუქარი მაუზერით”.

“ვინც მას იცნობს, კარგად იცის, რისი გამკეთებელია, სანამ დაცვა ჰყავს და პოლიტიკოსის მანტია აქვს შემოსხმული, მანამდე შეუძლია კაკანი, თუმცა მის ამ მუქარებს შესაბამისი შეფასება და რეაგირება მაინც უნდა მოჰყვეს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებისგანაც”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები