“სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში” – მდინარაძე

“სალომე ზურაბიშვილმა  – არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო (მარტო ლავროვი შემიძლია, ვაღიაროო)”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება.

“სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა, ვნახოთ”, – წერს მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: “ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად, 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რათა ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას – დავიცვათ ყოველი ხმა”.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები