“სიაში ამომრჩევლის  მოხვედრის საფუძველი გახლავთ მისი პერსონალური ნომერი, რომელიც არის ერთადერთი და უნიკალური  და სიაში მისი დუბლირება არის წარმოუდგენელი” – კალანდარიშვილი

“სიაში ამომრჩეველი ხვდება მხოლოდ ერთხელ. ერთხელ ხვდება იმიტომ, რომ  სიაში მისი მოხვედრის საფუძველი გახლავთ მისი პერსონალური ნომერი, რომელიც არის ერთადერთი და უნიკალური ამომრჩევლისთვის და  სიაში მისი დუბლირება არის წარმოუდგენელი”, – შესაბამისი განმარტება ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირაში“ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ელექტრონულად ამომრჩევლის დადასტურების შემდგომ იბეჭდება ქვითარი და ქვითარზე ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი მის უტყუარ მონაწილეობას.

„ამ პროცესში ჩართულია არაერთი საერთაშორისო კომპანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ ამერიკულ კომპანიაზე უკვე ვისაუბრეთ და მეორე ეს არის, ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ძირითადად ბაზირებულია ამერიკაში. ეს არის ტექნოლოგიური, ვენდორული კომპანია „სმარტმატიკი“, რომელმაც განახორციელა ჩვენი ტექნოლოგიური მხარდაჭერა და ეს არის კომპანია, რომელსაც მსოფლიოში 30-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება გააჩნია. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ახორციელებენ ისეთ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ისეთი ქვეყნების, როგორიც არის აშშ-ში ყველაზე მსხვილი საარჩევნო ოლქი, კანადაში რამდენიმე პროვინცია. ესტონეთი, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ხშირად ჩვენ, როგორც კარგი მაგალითი ისე გესმის ხოლმე. ბელგია, ავსტრალია, არგენტინა, ბოსნია ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ბულგარეთი, ჩვენი მეზობელი სომხეთი და რომელი ერთი ჩამოვთვალო.

მათი ეს მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში და მათი ეს სოლიდური გამოცდილება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტობრივად ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით სრულად გვქონდა დაზღვეული ყველა ის რისკი და საფრთხე, რომელიც შესაძლოა კენჭისყრის პროცესში არსებობდეს.

ამასთანავე, დავამატებ იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით 2018 წლიდან დღევანდელ დღემდე ჩატარებული რვა პილოტით, რომლითაც ასევე ვუპასუხეთ ევროპულ სტანდარტებს, ფაქტობრივად, შევქმენით ისეთი მოდელი, რომელმაც სივრცე არ დატოვა სპეკულაციისთვის. რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესში გამოყენებულია ქაღალდის კვალი, რომელიც კვალდაკვალ იძლევა ყველა მოქმედების გადამოწმების და მონიტორინგის შესაძლებლობას, რაც პროცესს სძენს უკიდურესად დიდ გამჭვირვალობასა და საჯაროობას და ამასთანავე, ასევე უპრეცედენტოდ ზუსტად ამ ქაღალდის კვალის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტის გამოყენებას არცერთ კომპონენტში ჰქონია ადგილი, შედეგები უპირობოდ, ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ტექნოლოგიური საშუალებები განთავსდა, ხელით გადაითვალა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ არჩევნებში, რამაც ასევე მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში ჩვენ მოსახლეობას, ამომრჩეველს, საზოგადოებას გავაცანით წინასწარი მონაცემები”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები