“დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან და პოლიციელების დაშავების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
როგორც მან განმარტა, გამოძიება, რა თქმა უნდა, გრძელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტი დაუყოვნებლივ აღკვეთა და, ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, შესაბამისი ზომები გავატარეთ, დაკავებულია რამდენიმე პირი. დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.