მიხეილ ყაველაშვილი – ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: [სასახლის] ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას – ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე, რომ დაგვემალა ეს შენობა?!

„ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას – ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე გუშინდელ შეტევას გამოეხმაურა და ჟურნალისტს მიმართა.

„როცა საუბარია, რომ სადღაც უნდა მიცვივდნენ, იქ ხომ არ იგულისხმება, რომ აუცილებლად ღობე უნდა შეანგრიონ, შეცვივდნენ და ასე შემდეგ, ეს ხომ ვარაუდების დონეზეა. ისინი ხომ ამით პოზიორობდნენ, რომ მშვიდობიანი აქციაა და ამას არ განახორციელებდნენ, ხომ? ის ინფორმაცია, რომ შეიძლება, აქ მოსულიყო რაღაც ნაწილი და ძალადობრივი აქტი განეხორციელებინა, მცდელობა ჰქონოდათ, ეს გვქონდა და დახვდა კიდევაც აქ სამართალდამცავი ორგანოები და საკადრისი პასუხიც გასცეს, ეს დაინახა ყველამ. რაზე გაგცეთ პასუხი, იმაზე, რომ მე ვიყო პასუხისმგებელი, რომ მათი ძალადობრივი აქტი ჩვენ უზრუნველვყავით იმით, რომ თურმე ღობე სუსტი იყო? იცით, როგორ სვამთ კითხვას – რატომ იყო ღობე ასეთი სუსტი. საზოგადოებაში რაზე გაჩნდა კითხვები? – რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე იყო სუსტი და როგორ შეიძლებოდა, სუსტი ყოფილიყო? ეს ისტორიული შენობაა, აქ ტურისტები მოძრაობენ, ხანდახან როცა გამოვდივარ ხალხი გარედან მესალმება, ახლა ჩვენ თუ ჩავრაზეთ, ავაშენეთ კედლები, დავმალეთ მთლიანად ეს შენობა, ეს გინდათ გავაკეთოთ?! ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას – ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები