“დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი” – ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია გუშინდელ საპროტესტო აქციაზე გამოვლენილ კანონდარღვევებს ეხმაურება.

“დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე თავდამსხმელი, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში.

მედია, პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ამ ფაშისტური იდეოლოგიით არ არის შეპყრობილი, მათთვის არის მიუღებელი. კიდევ ერთხელ, დარწმუნებული იყვნენ, რომ თითოეული თავდამსხმელი, დამნაშავე, თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული კანონის სრული სიმკაცრით”, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები