“ყველა იმ ადამიანმა, ვინც თავს ორგანიზატორს უწოდებდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც დღეს აქ ხდებოდა” – სამოქალაქო აქტივისტი

“დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ ადამიანს [პაატა ბურჭულაძეს] არანაირი გამოცდილება, კომპეტენცია და იდეა არ აქვს”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ბექა ხალიბეგაშვილმა განაცხადა.

“ყველა იმ ადამიანმა, ვინც თავს ორგანიზატორს უწოდებდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც დღეს აქ ხდებოდა – რომლებიც დღეს აქ არ არიან და საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს სად არიან. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც სცენაზე იდგნენ, კონკრეტულად პაატა ბურჭულაძე, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებას და 6 პირი გამოაცხადა, რომელიც უნდა დაეჭირათ. რა მიზეზითაა ახლა კლინიკაში გადაყვანილი? სადმე იბრძოდა? დაზიანდა? ვინმემ დაარტყა? რა მიზეზით არის კლინიკაში გადაყვანილი, რომ ვიცოდეთ. თუ რამე გეგმა დადო და მისმა კლინიკაში გადაყვანამ რამე გეგმის ჩაშლა გამოიწვია?!“, – აღნიშნა ხალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები