„გუშინ ჩვენ დავინახეთ აგრესიული დემონსტრანტები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს” – ზუკა რურუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა, ზუკა რურუამ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები “დღის ქრონიკაში” შეაფასა.
როგორც რურუამ განმარტა, გუშინ დავინახეთ აგრესიული დემონსტრანტები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს.
„გუშინ ჩვენ დავინახეთ აგრესიული დემონსტრანტები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს. პრემიერის განცხადებებიც ბევრჯერ მოვისმინეთ ჩვენ ამ თარიღამდე, რომ ყველამ კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს. არავინ უნდა გასცდეს ამ ჩარჩოებს. გუშინ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ შესრულდა. ვინც იყვნენ მთავარი წარმომადგენლები, პაატა ბურჭულაძის ჩათვლით, პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ და რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ“, – განაცხადა რურუამ.