პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალს 6 ოქტომბერს წარუდგენენ

პროკურატურა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერ პაატა მანჯგალაძეს და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეს ბრალს 6 ოქტომბერს, 10:30 საათზე წარუდგენს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები