ჩერგოლეიშვილი – მიხეილ სააკაშვილს: შენი და შენი მფრინავი მაიმუნების კრინტი არ გავიგოთ ამიერიდან
“ხო, ან ახლა, ან არასდროს, ხოდა შენი და შენი მფრინავი მაიმუნების კრინტი არ გავიგოთ ამიერიდან”, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.
სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გამოქვეყნებულ ბანერზე წერია – „თავისუფლება ან ახლა, ან არასდროს“.
„ხო, ან ახლა, ან არასდროს. ხოდა შენი და შენი მფრინავი მაიმუნების კრინტი არ გავიგოთ ამიერიდან. მის ვიზიტორებს ვთხოვ, გადასცენ „ვივამედში“. For the record ვიძახი, ჩვენი დისპოზიციისთვის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.