“მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს” – კახა კალაძე

“მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც კალაძემ განმარტა, მის გუნდს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და კავშირი არასდროს შეუწყვიტავს.

„ჩვენი სიძლიერე ზოგადად იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და კავშირი არასდროს შეგვიწყვიტავს. არიან ვიღაცები, ვისაც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება მოსახლეობა. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად – სხვადასხვა სოციალური მედიით, შესაბამისი პლატფორმებით გვქონდა კომუნიკაცია, ან უშუალო შეხვედრებით ვესაუბრებოდით გაკეთებულ საქმეებზე, სამომავლო პროექტებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართულ გენს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები