“ჩვენ არა მარტო ადმინისტრირების ნაწილში, არამედ საჩივრების განხილვის ნაწილშიც კი მაღალი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ” – გიორგი კალანდარიშვილი

“საოლქოებში დაფიქსირდა სულ 24 საჩივარი. მათი უმრავლესობა ეხება კენჭისყრის გარე პერიმეტრზე შესაძლო დარღვევების არსებობას, კენჭისყრის დღის გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის არის რამდენიმე საჩივარი ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა,  საჩივრების სიმრავლე თუ სიმცირე არ არის ინდიკატორი იმისა, რომ პროცესი შეფასდეს და მისი ლეგიტიმაციის ხარისხზე იმოქმედოს იმიტომ, რომ შეიძლება იყოს ბევრი საჩივარი, მაგრამ აბსოლუტურად უშინაარსო და უსაფუძვლო და რეალურად არაფრის მომცემი და პირიქით –  შეიძლება იყოს ცოტა და იქ იყოს 1-2 ხელშესახები.

“ამ შემთხვევაში, საოლქოებში დაფიქსირდა სულ 24 საჩივარი. მათი უმრავლესობა ეხება კენჭისყრის გარე პერიმეტრზე შესაძლო დარღვევების არსებობას, კენჭისყრის დღის გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის არის რამდენიმე საჩივარი ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შესაბამისი ქვემდგომი კომისიები განიხილავენ კანონით გათვალისწინებულ ვადებში და თუ იქნება სადმე დარღვევის ნიშნები და შესაბამისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული სათანადო ზომები და არცერთი არ დარჩება ყურადღების მიღმა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ თქვან, რომ ან არ განვიხილეთ ან სათანადო რეაგირება არ გვქონია. ჩვენ არა მარტო ადმინისტრირების ნაწილში, არამედ საჩივრების განხილვის ნაწილშიც კი მაღალი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები